Wednesday, April 22, 2015

დღე 9

დღეს ძალიან საინტერესო დღე გვქონდა. გავეცანი მასწავლებელთა ნამუშევრებს . ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინე, რომლებმაც მომავალი პროექტების იდეებიც გამიჩინა. ჩემი პროექტიც წარვადგინე. მივიღე საინტერესო კითხვები და შენიშვნები. ამ ტრენინგმა ჩემს პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სხვაგვარად დაიწყე ფიქრი სასწავლო პროცესის შესახებ პროექტზე მუშაობის გამოცდილება აქამდე არ მქონდა, თავიდან ცოტათი რთულად მომეჩვენა, თუმცა ეხლა ვხვდები,რომ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო, საჭირო და დროული ტრენინგი გავიარე გამოცდილი ტრენერის დახმარებით. სურვილი გამიჩნდა პროექტებში ჩავრთო ჩემი მოსწავლეები და მეც კიდევ უფრო დავხვეწო ჩემი გამოცდილება ამ კუთხით.

Thursday, April 9, 2015

დღე 7

დღეს გავაკეთეთ უკუკავშირი. ამოვირჩიე სამი კოლეგა, გავეცანით მათ ნამუშერვრებს, დავუსვი სამი შეკითხვა, მივეცი ორი რჩევა და გავაკეთე ერთი კომენტარი. ამით კიდევ უფრო ღრმად დავფიქრდი საკუთარ ნაშრომზე, ჩემი პროექტის მიზანსა და შედეგზე.

Monday, April 6, 2015

დღე 6

დღეს ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციაზე, მოვირგე მოსწავლის როლი, ბევრი ვიფიქრე პრობლემის შესახებ, ჩამოვაყალიბე გამომწვევი მიზეზები, პრობლემის სავარაუდო გადაჭრის გზები. ასევე მოვიფიქრე კვლევის თემა და შევიმუშავე რეცომენდაციები. მოვისმინე სხვათა მოსაზრებები მათი თემების შესახებ, რაც უფრო მიადვილებს ამ პროექტზე მუშაობას.

Sunday, April 5, 2015

დღე-5

განვიხილე მე-3 მოდულის საკითხები, შეფასების რუბრიკების გამოყენებით გავცხრილეთ სტანდარტები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ამ მეთოდმა კიდევ ერხელ დამარწმუნა შეფასების რუბრიკების გამოყენების აუცილებლობაში. გამოიკვეთა კავშირები.

გავეცანი საავტორო უფლებების მნიშვნელობას, შევქმენი ბიბლიოგრაფიის ფაილი და მივხვდი თურმე სხვის ნაშრომ ვიპარავდი :-( :-(

შევქმენი პროექტის საპრეზენტაციო ფაილი, შაბლონის მიხედვით.მომეწონა PowerPoint-ში მუშაობა.ვიცოდი მაგრამ ცოდნა გავიღრმავე ამ მხრივ. ლინკების და ჩასმა და ბმულების გაკეთება ჩემთვის ნამდვილად უცხო თემაა თუმცა ჩავწვდი მოქმედების არსს და  ხშირად გამოვიყენებ საწიროების შემთხვევააში.


Saturday, April 4, 2015

დღე 4

დღეს გავეცანით შეფასების ხუთი მიზანს, რომელიც ემსახურება მოსწავლის პროგრესის მონიტორინგს; შევავსეთ პროექტის  შაბლონის გეგმა, სადაც  შევცვალე თემატიკა, რადგან მანამდე შერჩეული თემა, მიხვდი, რომ იყო ძალიან ვრცელი, უფრო ჩამოვყალიბდი. პროექტს მივუსადაგე მიზნები ეროვნული სასწავლო გეგმიდან.  ვფიქრობ, თანდათან კიდევ უფრო დაიხვეწება.

Wednesday, April 1, 2015

დღე 3

განვიხილეთ პროექტის გეგმის გაწერა შაბლონის მიხედვით, გავეცანით შეკითხვების ნიმუშებს და ჩამოვაყალიბეთ შეკითხვები ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი ჩვენს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ და გავუზიარეთ ერთმანეთს. შეკითხვების მომზადების შემდეგ კიდევ უფრო მეტი იდეა დამებადა, რომლებიც დამეხმარება ამ პროექტის რეალიზებაში.

დღე-2

დღევანდელი დღე დავიწყეთ იდეების განხილვით. ძალიან სასარგებლო იყო, რადგან ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინე და განსხვავებული იდეები დამებადა სამომავლო პროექტთან დაკავშირებით.